საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან.
სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება.
სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს შესაბამის თემაზე.