ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შოლცის განცხადებით, G7-ის სამიტზე პუტინის წინადადებები არ განხილულა, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არასერიოზულია

გერმანიის კანცლერის - ოლაფ შოლცის განცხადებით, დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა იტალიაში სამიტზე არ განიხილეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირობები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე.

შოლცის თქმით, ყველამ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებული წინადადებები არასერიოზულია.

„ყველამ იცის, რომ ეს წინადადებები არ არის სერიოზული, მაგრამ დაკავშირებულია შვეიცარიის სამშვიდობო სამიტთან“, - აცხადებს შოლცი.

შვეიცარიაში გამგზავრებამდე, სადაც დღეს ორდღიანი სამშვიდობო სამიტი იხსნება უკრაინის ,,მშვიდობის ფორმულის" შესახებ, შოლცმა თქვა, რომ პუტინის გუშინდელი წინადადება უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებასა და საკუთარ ტერიტორიებზე, ყურადღების გადატანის მცდელობაა გლობალური სამშვიდობო სამიტიდან, რომელზეც რუსეთი მიწვეული არ არის.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს.