საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ელჩის თქმით, მან სოციალური ქსელის საკუთარ პოსტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვები მოიყვანა, მას წყარო მიუთითა და ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება.
მისივე თქმით, დღეს მედიას განემარტა, რომ „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“.
„დაზუსტება: 1. ქვემოთ მე ციტირება მოვიყვანე გერმანიის კანცლერის და დავეყრდენი კანცლერის წყაროს. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ უპასუხა კითხვებს: კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა. 3. ვიმედოვნებ, ეთანხმებით კანცლერის სიტყვებს“, - ნათქვამია განმარტებაში.
2 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში გააზიარა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება ძალადობის დაგმობაზე, თუმცა ელჩს დაკონკრეტებული არ ჰქონდა, რომელ ქვეყანას შეეხებოდა კანცლერის განცხადება.
Clarification:
— Peter Fischer (@Diplo_Peter) June 4, 2024
1. Below I quoted 🇩🇪 Chancellor & cited the source @Bundeskanzler. All can check the context.
2. 🇩🇪 Embassy answered inquiries: "The occasion for Chancellor's statement was in Germany, but they are generally valid."
3. I trust you agree with the Chancellor's words. https://t.co/iiOycERHAc