ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზურაბიშვილი: ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების ეტაპს EU-ში - დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს შეთანხმებას X-ზე ეხმიანება.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზას მალე საქართველოც შეუერთდება.

,,ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ამ ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევის გამო. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე შემოუერთდება თქვენს რიგებს",- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. შემდეგი ეტაპია სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.