ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შარლ მიშელი: მივესალმები შეთანხებას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებას მიესალმება და ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას ჰპირდება.

,,მივესალმები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით. ველოდები ორივესთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციას. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ წევრობის გზაზე“, – წერს შარლ მიშელი X-ზე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. შემდეგი ეტაპია სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.