რუსეთი უკრაინის საზღვრებთან არ გაჩერდება, რუსეთი ასევე არის საფრთხე საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და, საბოლოოდ, ნატო-სთვისაც,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადავიდა და აგრძელებს შეიარაღებას.
„უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი დახმარების ჩამოშლას კატასტროფული შედეგები ექნება არამხოლოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის. რუსეთის გამარჯვება ჩვენ, ყველას, უფრო მეტი დაგვიჯდება, ვიდრე დღეს უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.