ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან - ერთად და სამუდამოდ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქრთველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსლეში წერს და ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების გამოწვევები ორივე ქვეყნისთვის.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსული საჰაერო ტერორის შესახებ შევატყობინე. ჩვენი ქვეყანა ყველა ძალისხმევას იღებს, რათა ენერგიის გენერაცია აღადგინოს.

მადლობა სამიტში მონაწილეობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვართ. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა უკრაინა და საქართველო ევროკავშირში იქნებიან - ერთად და სამუდამოდ", - წერს ზელენსკი.