ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მამუკა მდინარაძე: მადლობა ზურაბიშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.

მისი თქმით, პრეზიდენტმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები. 

„რაც შეეხება ჩვენს კონსტუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!

„ნაცების“, მდიდარი „ენჯეოებისა“ და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ – „არა რუსულ კანონს“ ჩავარდა!“,- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.