ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი TV24-თან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ფაქტობრივად სტალინის პერიოდის შემდეგ, ასეთი შიშის დათესვის მცდელობა არც ყოფილა
„ბოლო დღეებში რასაც ვხედავთ: მასობრივი დაჭერები, ცემა, საქმეების შეთითხნა - ეს ყველაფერი საზოგადოების დაშინების გეგმის ნაწილია, მაგრამ თუ ეს გეგმა მუშაობს ყირგიზეთში, რუსეთში, ბელორუსში, - არ მუშაობს საქართველოში. როდესაც ასეთი რამ ხდება, უფრო მეტი ადამიანი ბრაზდება და გამოდის ქუჩაში. ჩეკისტური მეთოდებით მოქმედებენ, მაგრამ აღარავინ აპირებს დაბრუნდეს საბჭოთა კავშირში“, - ამბობს ბატიაშვილი.