ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კაია კალასი: ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი შვეიცარიაში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე. ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი", - წერს კალასი X-ზე.