ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოდიშარია: მშვიდობის სამიტი სერიოზულ სახეს ნაკლებად ატარებს - რისი გადამწყვეტია ზელენსკი სალომე ზურაბიშვილთან ერთად

მშვიდობის სამიტი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორები არ მონაწილეობენ. რისი გადამწყვეტია ზელენსკი ცალმხრივად სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ეს ალბათ საზოგადოებას ღიმილს ჰგვრის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია თვლის, რომ ირაკლი კობახიძე დაესწრო იმ პლატფორმას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.

„ჩემი ღრმა პატივისცემა შვეიცარიას, შვეიცარიის ხელისუფლებას, უკრაინელ ხალხს, მაგრამ ეს სამიტი და ეს ფორმატი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან არ მონაწილეობენ მთავარი აქტორები, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები. მათ შორის აშშ-ის ლიდერი, აღარ ვსაუბრობ სხვა იმ გმირებსა თუ ანტიგმირებზე, რომლებიც არიან ამ პროცესის უშუალო მონაწილეები. რისი გადამწყვეტია ზელენსკი ცალმხრივად სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ეს ალბათ საზოგადოებას ღიმილს ჰგვრის.

ირაკლი კობახიძე დაესწრო იმ პლატფორმას, სადაც მართლაც მიიღება გადაწყვეტილებები, პლატფორმას რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის და ინფრასტრუქტურული ხელშეწყობისათვის, აღდგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ოდიშარიამ.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტს არ დაესწრება, რადგან მას მოწვევა არ მიუღია.