ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„გეიარ-გამეიარე“ – DMO იმერეთის ახალ აპლიკაციაზე ბიუჯეტიდან 105 000 ლარი დაიხარჯა

Dmo იმერეთმა, რომელიც ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპ-ია, აპლიკაციის შესაქმნელად ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მიიღო. აპლიკაციის სახელწოდებაა „გეიარ-გამეიარე” და ის ტურისტებს ქალაქის შიდა ტურებს სთავაზობს.

ქუთაისის მერიამ Air ტექნოლოგიის შესაქმნელად ტენდერი თებერვალში გამოაცხადა და 11 მარტს დაასრულა. ტენდერში გამარჯვებულად სწორედ „გეიარ-გამეიარე" გამოცხადდა. აპლიკაცია ოფიციალურად ჯერ ჩაშვებული არ არის.

Dmo იმერეთი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მსუყედ ფინანსდება - წელს აიპ-ის ბიუჯეტი 1 300 000 ლარია.


ავტორი: ანა ჭეიშვილი