ისრაელის თავდაცვის არმია, რომელიც დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას მართავს, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში „ტაქტიკურ პაუზებს“ დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად „ცაჰალმა“ გაავრცელა.
მათივე ცნობით, პაუზა ყოველ დღე, 8:00 საათიდან 19:00 საათამდე იმოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები უკვე რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სასმელი წყლის, საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების უკმარისობაა და ისრაელს აუცილებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
To increase the volume of humanitarian aid entering Gaza and following additional related discussions with the U.N. and international organizations, a local, tactical pause of military activity for humanitarian purposes will take place from 08:00 until 19:00 every day until… pic.twitter.com/QLXNFZsTYZ
— Israel Defense Forces (@IDF) June 16, 2024