„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებას გამოეხმაურა. როგორც იტალიური საფეხბურთო კლუბი აცხადებს, კვარაცხელიას ბედს არა ისინი, არამედ თავად კლუბი გადაწყვეტს.
„კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრი ჯუღელის განცხადებებთან დაკავშირებით „ნაპოლი“ იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ სამი წლის განმავლობაში აკავშირებს კონტრაქტი. კვარაცხელია არ არის სატრანსფერო ბაზარზე. ნაპოლისთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელის ბედს აგენტები და მამები კი არ წყვეტენ, არამედ კლუბი „ნაპოლი“. ამბის დასასრული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მამუკა ჯუღელმა და ბადრი კვარაცხელიამ ქართველი ფორვარდის მომავალზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრეს.
In riferimento alle dichiarazioni dell'agente di Kvaratskhelia, Mamuka Jugeli, e del padre Badri, il Calcio Napoli ribadisce che il giocatore ha un contratto di altri tre anni con la società. Kvaratskhelia non è sul mercato. Non sono gli agenti o i padri che decidono del futuro…
— Official SSC Napoli (@sscnapoli) June 16, 2024