ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დამარცხების შემთხვევაში, პუტინმა შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ოლექსანდრ ლიტვინენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, იმ შემთხვევაში თუ რუსული არმია უკრაინაში დამარცხდება.

მისივე თქმით, თუ რუსეთი კატასტროფული მარცხის ზღვარზე აღმოჩნდება, რამის გამორიცხვა შეუძლებელია.

ამასთანავე, ლიტვინენკო მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა არ არსებობს, ვინაიდან ამ ეტაპზე რუსეთს ომში უპირატესობა აქვს.