რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი პარტია ,,დროას” შეუერთდა.
პეტრიაშვილის თქმით, პოლიტიკურ სივრცეში გადამწყვეტი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ყველა ერთად უნდა იდგეს.
„დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის პოლიტიკურ სივრცეში. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია, გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს. „დროასთან“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.