ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნათია მეზვრიშვილი: „ქართული ოცნება" კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას

„ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა, კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას, - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს.

მეზვრიშვილი ხელისუფლებას, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„აშკარა დანაშაულზე არც ერთი უწყება რეაგირებს. 10 დღე გავიდა ჩვენ მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვიდან და აზრის, გამოხატვის და პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნაზე შეტანილი განცხადება სამსახურმა იმ უწყებაში გაგზავნა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დევნაში პირდაპირ მონაწილეობს. სამსახურის უფროსი კანონმდებლობის დარღვევით არ ცხადდება პარლამენტში. „ოცნებამ“ სისტემურ ძალადობაში ოფიციალურ ძალოვნებთან ერთად, პარტიული ზონდერ-ჯგუფები ჩართო, რომლებიც უკვე არა მხოლოდ ხალხზე ძალადობენ, ერთმანეთს კრიმინალურ გარჩევებს უწყობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და მისი აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ.

მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, გამოიყენონ კანონით მინიჭებული მანდატი, შეწყვიტონ პარტიის უკანონო ინსტრუქციების შესრულება და შეაჩერონ ხელისუფლების ძალადობა. უმოქმედობა დანაშაულში თანამონაწილეობაა. მივმართავთ ხელისუფლებას, დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.