ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Euractiv: ევროკავშირის წამყვან თანამდებობებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა საკვანძო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიეს. როგორც Euractiv-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, შეთანხმება არაფორმალურ შეხვედრაზე შედგება, ოფიციალურად კი თანამდებობების გადანაწილების პროცესი 27-28 ივნისის სამიტზე დასრულდება.

დიდი ალბათობით, თანამდებობას შეინარჩუნებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტი მეორე ვადითაც გახდება. არსებული ინფორმაციით, პოსტზე დარჩება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის პრემიერის, ანტონიო კოშტას კანდიდატურა განიხილება, ხოლო ევროკავშირის პირველი დიპლომატის თანამდებობაზე ჟოზეფ ბორელს ესტონეთის მთავრობის მეთაური კაია კალასი ჩაანაცვლებს.