ბათუმში, უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. ამჯერად, მშობლების სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ბათუმის ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა სიმბოლურად ჯაჭვი შეკრეს. მათ ხელისუფლებას ამ ფორმით ერთგვარი ერთიანობა და მტკიცე პოზიცია უჩვენეს.
აქციაზე ერთიანობისა და ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ის მონაპოვარი, რაც ახლა საქართველოს აქვს მარტივად არ შეელევიან და ბრძოლისთვის მზად არიან.
ავტორი: სულხან მესხიძე