უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსმა სამხედროებმა 10 უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს, რომელთაგან ყველა ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, ,,შაჰიდები" ჩამოაგდეს ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
„უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების საბრძოლო მუშაობის შედეგად, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ყველა Shahed-ი ჩამოაგდეს“, - წერია ინფორმაციაში.