ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი ბენდელიანი: დაახლოებით 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი - 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და მაქსიმუმ 1 კვირა დასჭირდება

თბილისის კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის 63 ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

მისივე თქმით, აღდგენით სამუშაოებს მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება.

„მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი არის საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესები, რამაც სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა. ბუნებრივია, თავიდანვე, როცა ეს ფაქტი დადგა, კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირებები მოხდა. შესაბამისი საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 63 ათასი აბონენტია, ვისაც გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. თვითონ ეს 63 ათასი აბონენტი დაახლოებით მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს. როგორც აღვნიშნე, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება ამ სამუშაოებს, რომ არსებული მდგომარეობა სრულად აღდგეს“,-განაცხადა ბენდელიანმა.

GWP-ის ინფორმაციით, წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა.