ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ფრანგული კინოს ვარსკვლავი, ანუკ ემე გარდაიცვალა

92 წლის ასაკში ფრანგული კინოს ვარსკვლავი, ანუკ ემე გარდაიცვალა.

ანუკ ემემ, რომლის ნამდვილი სახელიც ნიკოლ ფრანსუაზა ფლორენს დრეიფუსია, კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო, ხოლო 1960-იან წლებში საკულტო მსახიობად იქცა, მას შემდეგ, რაც ითამაშა ფედერიკო ფელინის „რვანახევარში“, ჟაკ დემის „ლოლაში" და კლოდ ლელუშის „ქალი და მამაკაცში".

„ქალი და მამაკაცში" შესრულებული როლისთვის ანუკ ემემ ოქროს გლობუსის ჯილდო მოიგო და გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელიც ფრანგულენოვან ფილმში როლისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული.