ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ესტონეთის ელჩი: „გლობალური ომის პარტია“ არავინ და ყველაფერია ერთდროულად

„გლობალური ომის პარტია“ არავინ და ყველაფერია ერთდროულად", - ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა ,,ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან „გლობალური ომის პარტიასთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ესტონეთი საქართველოს გვერდით დგას და ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ესტონეთის და ზოგადად დასავლეთის დემონიზება სამართლიანი არ არის.

,,როდესაც პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენლებს ვეკითხებით, ვის გულისხმობთ გლობალური ომის პარტიაში, ისინი ჩვეულებრივ ამბობენ, რომ “ეს თქვენ არ ხართ”. მაგრამ ვკითხულობთ ინტერვიუებს, ვკითხულობთ იმავე ადამიანების განცხადებებს, ძალიან ნათლად გვესმის, რომ მათთვის ჩვენ შეიძლება ვიყოთ ამის ნაწილი - მე როგორც ესტონეთი, მე როგორც ევროკავშირი, მე როგორც დასავლეთის ნაწილი. როგორც ჩანს, ეს არის საშუალება, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ეს აბსტრაქტული მტერი არჩევნების წინ ხალხს დაანახოს. მათ სჭირდებათ მტრის ფიგურა, ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს. მაგრამ ჩემი პრობლემა აქ არის ის, რომ მათ აირჩიეს სრულიად არასწორი მტერი. მათ თავიანთი ყველაზე დიდი პარტნიორები და მხარდამჭერები მტრად წარმოაჩინეს. ეს გზავნილი ასევე გავრცელებულია ევროპაშიც და ყველგან. ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ, დიპლომატები ვავრცელებთ დეზინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოში. მაგრამ ისინი ამავდროულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, ამ ინფორმაციას ჩვენზე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მტერზე, როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმურობას ძირის გამომთხრელებზე და ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მრავალი წელია, რაც კეთილი მიზნებით ვართ აქ. ჩვენ მხარს ვუჭერდით საზოგადოებას. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი რეფორმის გამოცდილება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ პატარა თემებს. ჩვენ დავეხმარეთ ყველა სახის სტრატეგიული დოკუმენტის გადახედვას. ჩვენ მივეცით საქართველოს ყველანაირი მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდებოდა წინსვლის, პროგრესსა და ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას. უბრალოდ არ არის სამართლიანი ჩვენი დემონიზაცია. ეს არის მესიჯი, რომელიც მივიღეთ. ახლა თქვენი, ხალხის გადასაწყვეტია - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა ამას. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თქვენი გადასაწყვეტია",- განაცხადა ელჩმა.