ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდა. შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უკრაინაში რუსეთის ომს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა რომ ფხენიანს სურს, გააღრმაოს სტრატეგიული ურთიერთობები მოსკოვთან.
„სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ რუსეთის მთავრობას, არმიასა და ხალხს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესებისა და ტერიტორიული მთილანობის დასაცავად“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.