პუტინის ჩრდ. კორეაში ვიზიტი აჩვენებს, რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ომის ძალისხმევის ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან.
„ეს აჩვენებს, რამდენად დამოკიდებულია პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე. მათი უახლოესი მეგობრები და რუსეთის ომის ძალისხმევის, აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან", - განაცხადა სტოლტენბერგმა
მან ასევე დაამატა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე ბევრი სანქციაა დაწესებული, მაგრამ რუსეთი სანქციებს არღვევს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პუტინი 18-19 ივნისს ჩრდილოეთ კორეაში ჩავა.