ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რომან გოცირიძე: აშშ-ის ელჩის განცხადება საინტერესო იყო - რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა რუსეთის შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმიანება.

გოცირიძის თქმით, აშშ-ის ელჩის შეფასება საინტერესო იყო, რადგან ჩინეთის შემოსვლა, რუსეთის შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს.

,,ანაკლიასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის განცხადება ძალიან საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა რუსეთის შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს, ტერიტორიაზე, სადაც 30 კმ-ის მოშორებით ოჩამჩირეში ასევე სამხედრო ბაზა შენდება. ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რაღაც, ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს. კომუნისტური პარტიის ბიზნესსუბიექტი, რომელიც თავდაცვისა და სხვა სახის ობიექტებს აშენებს ჩინეთში, ასე ამბობს ელჩი. ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზომები საოცრებას ახდენს, ყვავის და ჩინეთში არსებობს საკმაოდ მძლავრი კერძო კორპორატიული ბიზნესი. აქ საუბარია ორმაგ მხარეზე: ერთია, შანხაის რომელიღაც კომპანიას რომ აეშენებინა, სადაც თუნდაც ჩინური აქციები ღია ბაზარზე იყიდება და მეორე, როდესაც მთავრობა კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს ყველაზე მნიშვნელოვან, სტრატეგიულ ობიექტს აშენებს. ბუნებრივია, ის რისკებს შეიცავს. ელჩის შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ,,CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?".