ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს გადასაწყვეტია, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი

საქართველოს გადასაწყვეტია, ვინაა მისთვის მტერი და ვინ - მეგობარი - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული რთული პერიოდი დასრულდება და საღი აზრი გაიმარჯვებს.

„ჩვენ აქ საქართველოსთვის ვართ, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ - საქმითაც. 16 წელია გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკეთებს ყველაფერს დეესკალაციისა და გამოსავლის მოსაძებნად ორ ოკუპირებულ რეგიონთან მიმართებით; ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს მთავრობებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერით. თქვენ იხილეთ ციფრები, ჩვენი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი ათჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.