გერმანიაში, 32 წლის ქართველი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სახლისკენ მიმავალ ქალს აედევნა და საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში თავს დაესხა, გააუპატიურა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების შედეგად თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.