ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხაიში-მესტიის გზაზე, მოსახლეობამ გზა გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრას მონაკვეთთან, სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობის ნაწილმა გზა გადაკეტა.

ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამ მონაკვეთზე გზა ჩამოშლილი და ჩარეცხილია.

ისინი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ მაისის თვეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც 3 ახალგაზრდა მანქანით მდინარეში გადავარდა. უბედურ შემთხვევას სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება წლებია იტყუება, რომ გზას შეაკეთებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ პასუხი ვერ მიიღეს კითხვაზე, რეალურად როდის დაიწყება სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ცნობილია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს გამგეობის წარმომადგენელი. ამ დროსთვის აქცია დაშლილია.


ავტორი: თეა შონია