ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხაზარაძე: პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ „ლელოსთვის“ ერთი სია მიუღებელია, ეს არ არის არანაირი გამარჯვების ფორმულა

პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ „ლელოსთვის“ ერთი სია მიუღებელია, ეს არ არის არანაირი გამარჯვების ფორმულა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შექმნიან ძლიერ კოალიციას და იქნებიან კონცენტრირებულები, ძალიან მოკლე დროში განახორციელონ სერიოზული რეფორმები ევროკავშირთან მოლაპარაკებისთვის.

„უნდა შეიქმნას ან რუსული ან დასავლური ფლანგი. ჩემი აზრით, დასავლურ ფლანგზე უნდა შეიქმნას სამი-ოთხი ცენტრი და ამომრჩეველს უნდა მივცეთ ორი რაღაცის გარანტია. პირველი, რომ ეს ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შექმნიან ძლიერ კოალიციას და იქნებიან კონცენტრირებულები, ძალიან მოკლე დროში განახორციელონ სერიოზული რეფორმები ევროკავშირთან მოლაპარაკებისთვის. ამის ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა პრეზიდენტის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ ხელიც მოვაწერეთ. დანარჩენი დაე, იყოს ჯანსაღი კონკურენცია. „ლელომ“ გამოვაცხადეთ მორატორიუმი თავდაუსხმელობის შესახებ. ახლა ერთ-ერთი პოლიტიკური თავდასხმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ არის „ქართული ოცნება“. ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც უნდა გავისტუმროთ პოლიტიკური არენიდან და ვისაუბროთ ეთერებში სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, როგორ მოვახერხებთ ამას“, – აღნიშნა ხაზარაძემ.