ამერიკული მხარის ცნობით, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 116 ისრაელელი მძევლიდან მხოლოდ 50 არის ცოცხალი. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამაზე მიუთითებს ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
მანამდე „ცაჰალში“ აცხადებდნენ, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში 41 გარდაცვლილი მძევალი რჩება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.
ისრაელური არასამთავრობო ორგანიზაციებით ცნობით, ყოველკვირეულად ტყვეობაში სულ უფრო მეტი მძევალი იღუპება.
მედიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარებისგან თავს იკავებენ როგორც ისრაელის პრემიერის აპარატში, ასევე „ცაჰალში“.