რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მათ შორის ცენტრალური ქუჩები.
განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა მეთორმეტე მიკრორაიონისა და მესხიშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე.
სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობაც გადაკეტილია.
ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.