ქუთაისში, ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრთან, აქცია იმართება. აქციის მონაწილეები „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ.
ამასთან, მესხიშვილის თეატრში ამ წუთებში პიანისტ დათუნა ალადაშვილის კონცერტი იმართება, სადაც მერიის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
აქციაზე შეკრებილი ადამიანები მათ მესხიშვილის თეატრის კართან ელოდებიან და სკანდირებენ - „მონა, მონა".
ქუთაისში ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციები უკვე თვეზე მეტია იმართება.
ავტორი: ანა ჭეიშვილი