გაფიცვის მეორე დღე ქუთაისში. სტუდენტურმა პროტესტმა დღეს მთელი ქალაქი მოიარა. აქციის მონაწილეები ახლა მერიის შენობასთან არიან გაჩერებულები.
დემონსტრანტები „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
სტუდენტებს გუშინ ლექტორების ნაწილიც შეურთდა.
ავტორი: ანა ჭეიშვილი