ქუთაისში, ამ წუთებში, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გაფიცული სტუდენტები და აქციის სხვა მონაწილეები ახლა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან იმყოფებიან და „აგენტების კანონის" უკან გაწვევას ითხოვენ.
აქციაზე იმყოფებიან აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებიც.
აქცია მოგვიანებით ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ გადაინაცვლებს და იქ დასრულდება.
ავტორი: ანა ჭეიშვილი