ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი კობახიძე: ნატოს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს

ნატოს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობისთვის.

„ნატოს გაფართოებაზე კეთდება საჯარო განცხადებები ნატოს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ რა თქმა, უნდა მზად ვართ ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობისთვის, ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდეც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.