ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მიტჩელი: ჩვენნაირი ქვეყნებისთვის გამოწვევაა, თუ როგორ მივცეთ სტიმული საქართველოს მთავრობას, რომ თავისი საქციელი შეცვალოს

აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაზე გამართულ ბრიფინგზე სახელწოდებით - „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება“, საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვიდა პოლიტიკის ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველიც იყო.

როგორც მან აღნიშნა, ის რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ თბილისის ქუჩებში ხდება, ქართველი ხალხის განცხადებაა, რომლითაც ამბობენ, რომ არ სურთ გზა, რომელიც რუსეთისკენ წაიყვანს.

„მინდა ვისაუბრო ქართველი ხალხის ევროპისკენ ორიენტაციაზე, ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, არის აჯანყებაა. კანონი მათ არ მოსწონთ. ეს ქართველი ხალხის განცხადებაა, რომლებიც ქუჩებში არიან და ამბობენ: „ჩვენ არ გვსურს გზა, რომელსაც რუსეთისკენ მივყავართ. ჩვენ იმ გზაზე დარჩენა გვსურს, რომელსაც დასავლეთისკენ მივყავართ.”

ხალხი, რომელსაც ვერ ვხედავთ ქუჩებში, რომლებიც შეიძლება 10-12%-ზე მეტი იყოს და 30%-მდე ადიოდეს, არის ხალხი, რომელიც სოფლებში ცხოვრობენ, უფრო ასაკოვანები არიან, ნაკლებად საუბრობენ ინგლისურად და ხშირ შემთხვევაში ნაკლები ფული აქვთ. ისინი არიან „ქართული ოცნების” პარტიის მხარდაჭერის ხერხემალი.

ისინი უმრავლესობაში არ არიან, მაგრამ საკმარისია, რომ წარმატებული საარჩევნო სტრატეგიის ნაწილი გახდნენ. ასევე „ოცნების“ მხრიდან გაჟღერებული მესიჯები: “ევროპა უდრის პრო-LGBT-ს", თუ "საქართველო ევროში წავა, გეი უნდა იყო” ან რაღაც მსგავსი, ძლიერ გავლენას ახდენს მათ ამომრჩეველში.

ქართულ პოლიტიკური გარემოში ახლა უცნაური მომენტია. ძლიერად მჯერა, რომ უმრავლესობა ემხრობა ამ პროევროპულ და პროდასავლურ მიმართულებას. ფსონები მაღალია და ჩვენნაირი ქვეყნებისთვის გამოწვევაა თუ რა ვქნათ, როგორ მივცეთ სტიმული საქართველოს მთავრობას, რომ თავისი საქციელი, მიდგომა შეცვალოს იმ დროს, როდესაც საქართველოს არჩევნებამდე მივდივართ", - განაცხად მიტჩელმა.

2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.