აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაზე გამართულ ბრიფინგზე სახელწოდებით - „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება“, საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვიდა პოლიტიკის ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველიც იყო.
მიტჩელმა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ჰყავს გარემოცვა, რომელიც ყველანაირ სურვილს უსრულებს იმისთვის, რომ ძალაუფლება ჰქონდეს და არავინ ეუბნება, რომ ეს არის სულელური იდეა.
„ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აღარ არის ქართული ოცნების ნაწილი, შესაძლებელია, რომ არავინ არ დარჩა მას, ვინც ეტყოდა, რომ ეს სისულელეა. მე ვერ დავამტკიცებ, რომ ეს რუსეთიდან ნაკარნახევი ნაბიჯია, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს რუსეთის ინტერესებშია და რუსეთს უწყობს ხელს და ანგრევს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს“, - აღნიშნა მიტჩელმა.