მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, მგზავრი ლიანდაგზე გადავარდა. როგორც TV24-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მეორე ხაზზე კი მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია. ჯერჯერობით უცნობია, როგორია დაშავებულის მდგომარეობა.