რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მგზავრი საავამდყოფოში დაიღუპა.
ბოლო ინფორმაციით, ამბროლაურის კლინიკაში ამ დროისთვის, ხუთი ადამიანი რჩება, ოთხი კი სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაიყვანეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.