რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა.