პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არ მოსწონს.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კანონის ამოქმედებით, საარჩევნო ადმინისტრაცია გადაწყვეტილებებს ერთპარტიულად მიიღებს. რადგან მცირდება კონსენსუსის მისაღწევად საჭირო ხმების რაოდენობა, რომელიც შემადგენლობის უმრავლესობამდე მცირდება.
მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენს.