კანადის ქალაქ ვანკუვერში სარკინიგზო ხიდი იწვის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთ ახლომდებარე შენობაში გაჩნდა, საიდანაც გამოუყენებელ სარკინიგზო ხიდზე გავრცელდა.
ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის გამო დროებით შეზღუდულია მოძრაობა ახლომდებარე ავტომაგისტრალებზე.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.