რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნავთობის რეზერვუარები იწვის. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
,,აზოვის რაიონში ცეცხლი ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს უკიდია. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის ფართობი 5000 კუბურ მეტრს შეადგენს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მატარებელი. ხანძრის ჩაქრობაში 73 სპეციალისტი და 21 ტექნიკაა ჩართული. მსხვერპლი არ ყოფილა",- წერია ინფორმაციაში.
განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.