ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსეთში, ნავთობის კიდევ ერთ ბაზაზე დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა ტელეგრამით გაავრცელა.

მისი ცნობით, რამდენიმე დრონმა „უმნიშვნელოდ დააზიანა“ ლისკინსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზის რეზერვუარები, თუმცა არავინ დაშავებულა.

გუბერნატორის მიერ აღწერილი ვითარება სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი, ვორონეჟის ოლქში 6 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა იყო რუსეთის სხვა რეგიონებზეც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყველაზე მეტი, 70 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს როსტოვის ოლქში, 6 - კურსკში და 2-2 ბელგოროდის და ვოლგოგრადის ოლქებში.