ერევანი-სევანის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 7 ადამიანი. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ბენზინგასამართ სადგურს უსაფრთხოების პრობლემები ჰქონდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.