საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის „ინტერპრესნიუსთან“ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ დიპლომატმა პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა.
მათივე განმარტებით, ეს განცხადება პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის მიერ სან ფრანცისკოში დადგენილ ხედვას ეწინააღმდეგება.
„გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორებიცაა: „China Communications Construction Company-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს“ და „China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი“ – აბსურდულია და ფაქტებთან სერიოზულად შეუსაბამო“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
როგორც დანიგანმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ „რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს [საქართველოს] ოკუპანტს".