ბანგლადეშში წყალდიდობას ებრძვიან. ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად ათობით დასახლებაში ქუჩები დაიტბორა.
წყალდიდობის გამო, დაკეტილია სკოლები და მაღაზიები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და კედლები. სილჰეტის რაიონში წყალდიდობის გამო უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.
ადგილობრივი მეტეოროლოგების ცნობით, უახლოეს დღეებში კვლავ წვიმა არის მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა რეგიონში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.