ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში სეიმში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც პავილიონისი წერს, საქართველოს ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი
„შთამაგონებელი შეხვედრა [მქონდა] სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან - სრული მხარდაჭერა [გამოვუცხადეთ] სომხეთის ევროპულ გზას სპიკერ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსონთან შეხვედრაზე. იმავე დღეს სეიმში მთელი გულით მივესალმეთ ლიბერალურ ოპოზიციას საქართველოდან, რომლის ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი”, - წერს პავილიონისი.
Inspiring meet w/Armenian Foreign Minister @AraratMirzoyan - full support to Armenia's European path at the meeting with Speaker @VCmilyte At the same day wholehearted welcome to liberal opposition from Georgia at @LRSeimas whose path to Europe is blocked by "Georgian Nigthmare" pic.twitter.com/6c3jb7u9Ug
— ŽygimantasPavilionis🇱🇹🇺🇦🇺🇸🇹🇼🇮🇱 (@ZygisPavilionis) June 21, 2024