საქართველოს მთავრობის მიერ, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის დაგვიანებული აღნიშვნა ბერლინში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
„უთხარი არა ქართული ოცნების ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს" - ამ შეძახილებს სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები სასტუმროსთან, სადაც ქართული ოცნების წევრები მივიდნენ.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „გზა“ იყო.
„ჩვენს სამარცხვინო მთავრობას, კერძოდ ირაკლი კობახიძეს უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ისინი აქ სასურველი სტუმრები არ არიან. მათთვის დისკომფორტის შექმნა გვინდოდა, უნდა იცოდნენ რომ ისე არაა საქმე, როგორც ჰგონიათ და სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან, იქ მყოფი ქართველები თავიანთ სათქმელს ეტყვიან“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.